Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი კორპორატიული ინტელექტუალური თამაში “რა?...

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი კორპორატიული ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი კორპორატიული ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” უფროსი ასაკის მოთამაშეებისთვის 💡

მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციამ/სამსახურმა ან დამოუკიდებელმა გუნდმა განაცხადი (გუნდის სახელწოდებით, გუნდის კაპიტნის სახელ-გვარით და საკონტაქტო ტელეფონის ნომრით) უნდა გააგზავნოს ელ-ფოსტაზე: paata.ick@gmail.com ან თან იქონიოს განაცხადი 25 ივლისს, თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე. რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ტელეფონით, ნომერზე: 598552002 📞

თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ამავე გვერდზე, ან ზემოთ მოყვანილ ელ-ფოსტაზე, ან დაგვირეკეთ ამავე ნომერზე, რის შემდეგაც მიიღებთ თამაშის დებულებას 📃

ველით განაცხადებს და გელოდებით 25 ივლისს, 19:00 საათზე გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.