Home რეგიონი “ალოობა 2025” დაიწყო- შირაქში ამ დროისთვის ქერის მოსავალს აბინავებენ

“ალოობა 2025” დაიწყო- შირაქში ამ დროისთვის ქერის მოსავალს აბინავებენ

“ალოობა 2025” დაიწყო- შირაქში ამ დროისთვის ქერის მოსავალს აბინავებენ. წელს ქიზიყში ფერმერები მარცვლეული კულტურების რეკორდული რაოდენობის მოსავალს ელოდებიან. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხარისხიც მაღალია. ხორბლის აღება მასიურად რამდენიმე დღეში დაიწყება. დედოფლისწყაროში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარცვლეულის აღების პროცესში მინდვრის ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ხანძრების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მონიტორინგი დრონებით განხორციელდება.