ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას. მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობას.
ასევე განიხილეს სპორტისა და კულტურის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები.
საუბარი შეეხო ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს. გივი ზაუტაშვილმა მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.