გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილეებთან და მერიის სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თათბირზე გასული სამუშაო კვირა შეაჯამეს, დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და სოციალური სამსახურის ხუთი თვის ანგარიში განიხილეს.
მერმა ხაზი გაუსვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას და ვადების დაცვას.