ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მოადგილე ვანო ნასყიდაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილთან ერთად, სოფელ ქვემო ალვანში სახალხო დღესასწაულ ,,ზეზვაობას” დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც ბახტრიონის აჯანყების გმირის ზეზვა გაფრინდაულის სახელს უკავშირდება, საკულტო რიტუალით, “დალაობით’’ დაიწყო.
გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ჩატარდა სპორტული შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.
გამარჯვებული სპორტსმენები ალექსი ფიცხელაურმა და იოსებ ქარუმაშვილმა დააჯილდოვეს.
სახალხო დღესასწაული ,,ზეზვაობა’’ ტრადიციული დოღით დასრულდა.