Home რეგიონი ახმეტა ახმეტაში მკვლელობა მოხდა თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა

ახმეტაში მკვლელობა მოხდა თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა

ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა ახმეტაში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქისტაურის მკვიდრნი არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.

მომხდარის მიზეზებს პოლიცია სწავლობს. მიმდინარეობს გამოძიება.