დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა თხილისწყაროს, შოროხის, საცხენესა და თივის შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:
სოფელი თხილისწყარო – სანიაღვრე არხების მოწყობა და ცენტრალური გზის მოწესრიგება.
სოფელი შოროხი – მე-2 და მე-3 უბანზე სანიაღვრე არხების მოწყობა და მინი სტადიონის კეთილმოწყობა.
სოფელი საცხენე – სანიაღვრე არხის მოწყობა და გზების მოხრეშვა;
სოფელი თივი – სასაფლაოს შემოღობვა და მთისუბანში ხიდ-ბოგირის მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მ.პ.გ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს კახეთის კოორდინატორი მამუკა ბურდიაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.