საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ გულიკაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, სოფელ სათაფლეს, უდაბნოს თოხლიაურისა და მანავის მოსახლეობას შეხვდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის 668 000 ლარია გამოყოფილი.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტად არის მორგებული.
მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე – ალექსი გილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.