კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. შილდაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გაეცნო
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილთან ერთად სოფ. შილდაში, გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნო.
სოფ. შილდაში, გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 3700 გრძივ მეტრზე ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხებისა და ლითონის ცხაურების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება – 3 123 923 ლარს შეადგენს.