თელავის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
სადგურის ქუჩის 775 მეტრიან მონაკვეთზე მოწყობილია ნიაღვარმიმღებები. დღეს, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგო.
მოასფალტდა იოსებ ნონეშვილის ქუჩაც.
ჯამურად, 1 630 მ სიგრძის გზის რეაბილიტაციისთვის 1 061 872 ლარია გამოყოფილი.