Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ,,საფეხბურთო კლუბის დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის” წარმომადგენლებს...

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ,,საფეხბურთო კლუბის დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის” წარმომადგენლებს შეხვდა.

27 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ,,საფეხბურთო კლუბის დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დაფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს სასკოლო ასაკის ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობის გაცნობიერებას, ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ხელშეწყობას და ასევე მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი და ადგილობრივი სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს ალექსი ფიცხელაურმა და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და ახმეტის საფეხბურთო სკოლა ადგილზე მოინახულეს.