კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი ალადაშვილმა კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
-2025 წელს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები;
-სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები რეგიონის მასშტაბით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან;
-სოციალურ – ეკონომიკური მიმართულება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ.