Home დღის ამბები განათლება თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი 2024 წლის გლობალური...

თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი 2024 წლის გლობალური მასწავლებლის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

თელავის N5 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი 2024 წლის გლობალური მასწავლებლის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

წელს, ინდოეთში გამართულ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობას 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელი იღებდა, სადაც მხოლოდ 10 ქვეყნიდან, 50 მასწავლებელი გახდა გამარჯვებული.

ქალბატონ ზეინაბ კაკალაშვილს, რომელიც უკვე 34 წელია პედაგოგია, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან, მარიამ რომანიშვილთან და თელავის N5 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლია ლეშკაშელთან ერთად შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.