Home დღის ამბები სამართალი პოლიციელმა ყრუ-მუნჯ ახალგაზრდას სცემა

პოლიციელმა ყრუ-მუნჯ ახალგაზრდას სცემა

ადამიანის უფლებათა დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით არსებობს  ვიდეოკადრები,  სადაც ჩანს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქედის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გივი ჯაფარიძე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ,  ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად უსწორდება. ვიდეომასალა თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მომხდარ შემთხვევას ასახავს. 

უფლებადამცველების ხელთ არსებული  ვიდეოს ერთ ნაწილში ჩანს, რომ გივი ჯაფარიძე  ახალგაზრდას ხელით იჭერს და ესკალატორზე აჰყავს. მათთან ერთად სავარაუდოდ კიდევ ორი ბიჭია. ერთ-ერთი მათგანი პოლიციელს უხსნის, რომ პირი, რომელიც დაჭერილი ჰყავს, ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი ჯაფარიძე  პასუხობს: „მანდ უნდა იაროს მერე? შენ ხომ გესმის? უნდა გაარიდო მერე. ყრუ მუნჯია? რომ დაულეწო ყბები და  ავალაპარაკო ახლა?“ 

ამის შემდეგ პოლიციელს ახალგაზრდა მეტროსადგურში არსებულ ოთახში შეჰყავს, სადაც სხვა პოლიციელის თანდასწრებით სცემს. ვიდეოკადრებიდან ჩანს, როგორ ურტყამს მას მუშტებს სახესა და თავში. 

შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

შეგახსენებთ რომ გივი ჯაფარიძე ძალადობით და კორუფციით ხშირად ხდება მედიის სამიზნიე, ის სახელისუფო პოლიტიკური პარტია ქართული ოცნებასთან დაახლოებული პირია.