Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხში, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა

ლაგოდეხში, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა

ლაგოდეხში, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ახალი სკვერის მშენებლობა, კართუბნის თემის სოფელ ბოლოკიანში, 1003 მ2 ტერიტორიაზეა გაშენებული და ის, სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, საბავშვო ატრაქციონებს, დასასვენებელ და მწვანე ზონებს აერთიანებს. სკვერის ტერიტორია შემოიღობა, მოეწყო ბილიკები, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები, ჩოგბურთის მაგიდა, ფანჩატური, დამონტაჟდა დეკორატიული განათება და სკამები.

მუნიციპალიტეტის მერმა, მიმდინარე სამუშაოები, პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, დასასვენებელი სკვერი, ყველა თაობისთვისაა განკუთვნილი ის როგორც სოფელ ბოლოკიანის, ასევე, მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის და ჩამოსული სტუმრისთვის სასიამოვნო რეკრეაციული სივრცე იქნება.

სამშენებლო სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 136,375 ლარს შეადგენს.