24 დეკემბერს საახალწლო კონცერტი სოფ. მატნის პირველ საბავშვო ბაღში ჩატარდა.
ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, ააიპ საბავშვო ბაღების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ონიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პატარებს დამდეგი ახალი წელი თოვლის პაპამ მიულოცა.
ტრადიციულად, ბაღების გაერთიანების ცენტრისგან, საახალწლო საჩუქრებს ბაღის ყველა აღსაზრდელი მიიღებს.