ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში ყველგან აღდგა.
მერიის ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიები დილიდან გავიდნენ სოფლებში და ზარალის შესწავლა დაიწყეს.