როდესაც ვამბობთ რომ როგორ ჩატარდა არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არჩევნებამდე დაიწყო რეკეტი მშვიდობიანი მოქალაქეების . და ამ რეკეტის ხელმძღვანელი იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება. ხელისუფლება გვეუბნება მიმარტეთ სამართალდამცველებს, მე კი ვეკითხები მათ რომელ სამართალ დამცველებს მივმართოთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხალაწნის იმამი ადლან ტოხოსაშვილი რომ გააქციეს ქვეყნიდან იმ სამართალ დამცველებს მივმართო ? სოფელი რომ იმამის გარეშე დარჩა ლამის და მეჩეთი რომ დაიხურა მაგ სამართალ დამცველებს უნდა მივმართო ?! – ამბობს თავისუფლების მოედნის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი შენგელ ტოხოსაშვილი. -არჩევნების შედეგებით კმაყოფილი არ ხართ ? -არჩევნების შედეგებით კი ვარ კმაყოფილი, მაგრამ ხელისუფლების მიერ დაწერილი გაყალბებული ციფრებით არა ვარ კმაყოფილი. – რა დარღვევებზე შეგიძლიათ ისაუბროთ ?! – რა დარღვევებზე ? საერთოდ ამ ქვეყანაში რამე არსებობს სადაც დარღვევა არ, არის ? კითხვას გისვამთ . ხალხო, სოფლიდან იმამი გააქციეს მთელი თავისი ოჯახით რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლებისათვის მისაღები ქადაგებები არ იკითხა მეჩეთში, 2024 წლის მაისში სოფელში ხმა გავარდა იმამი ადლანი ბრუნდებაო, და იცით რა მოხდა ? ხელისუფლებას ისე შეეშინდა იმამი არ დაბრუნდესო რომ, ჯერ დედამისს მიუვარდნენ და საქმეები ურჩიეს, შენი შვილის ადგილი მეჩეთში არ არისო, ვინ ეკითხება მერიას და გამგეობას ეს? მერე, ადგნენ და ტიტუშკები მიუგზავნეს ღამით მის მოხუც დედას, სცემეს ქალი, დაალურჯეს ძლივს გადარჩა უბედური ქალი სიკვდილს, და დაუბარეს თუ შენს შვილს სიკვდილი არ უნდა აქ არ ჩამოვიდეს, დაგვმორჩილებოდა და დარჩებოდაო. თუ მონა არ გახდი, თურმე არც იმამი უნდა იყო, არც ექიმი, არც მასწავლებელი. ქვეყანაში ადამენბს ისე კლავენ როგორც ფრინველს ფერმაში ხოცავენ, ბოინად აქციეს ქვეყანა, საქონელივით გვაძრობენ თავებს . ვინც გაიქცა გადარჩა, ვინც დავრჩით, ლოცვის მეტი არაფერი დაგვრჩენია !