სამუშაოების მიმდინარეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის თანახმად დაგეგმილია 456 გრძივი მეტრი ასფალტის საფარის დაგება და მიმდებარედ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სრული სახელშეკრულებო ღირებულება 305 904 ლარს შეადგენს.