საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, მუნიციპალიტეტის 47 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა.
კომპიუტერები ახალგაზრდებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ნადიბაიძემ გადასცეს.
პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.