Home რეგიონი ახმეტა 2 დეკემბერს ახმეტაში საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართება

2 დეკემბერს ახმეტაში საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში, 14:00 საათზე (მის: ახმეტა, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა, 49) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

2 დეკემბერს, 11:00 საათიდან საქართველოს კლინიკების ახმეტის ჰოსპიტალში ( ახმეტა, შოთა რუსთაველის ქუჩა, 78) ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი სკრინინგ აქციას გამართავს.

ახმეტის მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში შეძლებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული გამოკვლევებით უფასოდ ისარგებლოს.

საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხება სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.

საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ახმეტაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით,

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან, ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან, საქართველოს კლინიკების ახმეტის ჰოსპიტალთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 558 10 80 45