ღვინის მწარმოებელმა კომპანია „თბილღვინომ“, რომელიც წარმოებასთან ერთად კახეთში სხვადასხვა ჯიშის ვენახებსაც მართავს, რამდენიმე წლის წინ შაშიანში 3-3 ჰა-ზე რაჭული ყურძნის ჯიშების – ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვენახები გააშენა. წელს კი საზოგადოებას კომპანიის სხვა პრემიალურ ღვინოებთან ერთად, სწორედ კახეთის ვენახებიდან მოწეული ალექსანდროულის ღვინო ალექსანდროული Single Vineyard წარუდგინა.
სიახლეზე „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა #რედაქტ2-თან ისაუბრა: „კახეთში რაჭული ყურძნის ჯიშები გავაშენეთ და პირველი მოსვლის მიღება გასულ 3 წლის წინ დავიწყეთ, ალექსანდროული და მუჯურეთული 3-3 ჰა-ზე გვაქვს გაშენებული. განსაკუთრებით ალექსანდროულმა გამოიჩინა თავი. ალექსანდროულის ყურძნისგან უკვე ჩამოვასხით ღვინო და პრემიალური ღვინის კოლექციაში შევიტანეთ. კახეთის მიწა და ჰავა ძალიან მოუხდა რაჭული ყურძნის ჯიშებს და ალექსანდროულისგან ჩამოსხმული ღვინო, მაღალი გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული“.
როგორც BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს, საწყის ეტაპზე კახეთში გაშენებული ალექსანდროულის ვენახიდან 4 000 ბოთლი ღვინო ჩამოისხა და პრემიალურ ღვინოებთან ერთად ექსპორტზე უკვე გაიგზავნა. ერთი ბოთლის საშუალო ღირებულება კი საექსპორტო ბაზრებზე, დახლზე საშუალოდ 50 დოლარი იქნება.