გურჯაანის სპორტკომპლექსში, გაერთიანების ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებაში მყოფ მწვრთნელთა საბჭოს წარმომადგენლებს შორის, სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
უწყების მესვეურმა გელა დალაქიშვილმა ვრცლად მიმოიხილა 2024 წელს მიღწეული შედეგები, ხაზი გაუსვა პედაგოგთა განსაკუთრებულ როლს მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორად აღზრდის საქმეში და მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.
დარგის ხელმძღვანელმა, დადებითად შეაფასა გაერთიანების მუშაობა და მწვრთნელთა და მოსწავლეთა კონტინგენტის სრულ შემადგენლობას, დაუღალავი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს, გაერთიანების დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მწვრთნელები გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ ნიჭიერ და პერსპექტიულ მოსწავლეთა სელექციას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მათში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.