21 ნოემბერს სოფელ ქისტაურში, ქართველი პოეტის, დრამატურგის, ეთნოგრაფის და საზოგადო მოღვაწის- რაფიელ ერისთავის 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მისივე სახელობის სახლ- მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,მუქუეთი” და ქალთა მუსიკალური ჯგუფი ,,მთიები”.
ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომის ბესო ფშაველაშვილის ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო თეატრალური ნომერი ,,მასწავლებელი სოფლის სკოლისა” (რ.ერისთავის პიესის მიხედვით), სადაც ბავშვებმა პიესის პერსონაჟების როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.