კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლას ეწვია და სკოლის დირექტორ, თეა სხირტლაძესთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლები სასკოლო ღონისძიებას ,, მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში ” დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სცენაზე საქართველოს წარსულის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები გააცოცხლეს და პატრიოტულ თემაზე შექმნილი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.