18 ნოემბერს თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან.
შეხვედრის დროს იყო საუბარი რთული ქცევის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობაზე.
ასევე, მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია თელავში ახლად დაარსებული რეაბილიტაციის ცენტრის შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მშობლებთან მოხდა კონსულტაციის გაწევა.