ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა მერს საკუთარი საჭიროებები გააცნეს, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავდა. მოქალაქეებს მერმა, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა.
ყოველი კვირის სამშაბათი დღე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.
ასევე გივი ზაუტაშვილმა სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, განხილული იქნა 8 ნოემბერს “ილიაობის” დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის მაცხოვრებელთა პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.