ქ. ყვარელში მიმდინარეობს დ. გურამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოების მიმდინარეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის თანახმად დაგეგმილია 2 კმ. გრძივი მეტრი ასფალტის საფარის დაგება და მიმდებარედ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი არის გარდამავალი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სრული სახელშეკრულებო ღირებულება 4 121 008 ლარს შეადგენს.