Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის სპორტკომპლექსში, სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გურჯაანის სპორტკომპლექსში, სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და გურჯაანის სპორტული გაერთიანების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სკოლების სპორტულ ოლიმპიადაზე შარშანდელის მსგავსად 500-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 7 სახეობაში:

ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

გუნდური პირველი ადგილი ჩუმლაყის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე – გურჯაანის მეოთხე სკოლამ, მესამე კი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდმა.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს, მედლები, სიგელები და სამახსოვრო თასები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორმა გელა დალაქიშვილმა და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს