ილიას ტბაზე, ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ჯგუფ “გუფილენდი”-ს კონცერტი გაიმართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ასევე, სკოლის წარჩინებით დასრულება მიულოცა მერმა ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან 37 კურსდამთავრებულს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
კონცერტს მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.