Home რეგიონი ახმეტა ოჟიოში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ოჟიოში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ოჟიოში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ.ოჟიოში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სახურავი, ეზო, შენობის ფასადი, შიდა სანტექნიკა, კარ-ფანჯრები, ელექტრო მომარაგება და გათბობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება შეადგენს 699 000 ლარს.

გახსნის ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ადგილობრივებთან ერთად დაესწრნენ.

კახეთის რეგიონი ახალ სასწავლო წელს, განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ხვდება. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მასშტაბით 21 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.

დღეს, ასევე, ოფიციალურად 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა თელავის მუნიციპალიტეტში.