ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო,კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. შეწამვლის ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა თემში ე.წ.თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით ჩატარდება.
მთავრობის დადგენილებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მუნიციპალიტეტში სისტემატურად, ახორციელებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
ცნობისთვის, მწერების გასანადგურებლად იყენებენ ბიოინსექტიციდს, პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უსაფრთხოა როგორც ადამიანების ასევე ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისათვის.