თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
სამუშოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრთან, გელა სამხარაულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთის პარალელურად მუშაობა 12 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოშია დაწყებული.
ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად, ეწყობა ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა.
შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყლის მილსადენები.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, თელავში ჯამურად 31 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდება.
აღნაშენებლის გამზირზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთლმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 650 000 ლარს აღემატება.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ასფალტის საფარი კავკასიონის ქუჩასა და ალაზნის გამზირზე მდებარე კორპუსების თითქმის ყველა ეზოში დაიგო.