ბოლო 6 თვეში, საქართველოში 2 544 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში- რეგისტრირებული 2 544 ავარიიდან 70 შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი სიმთვრალე იყო, სტატისტიკის მიხედვით- აღნიშნულ პერიოდში, საგზაო შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 179, ხოლო დაშავდა 3 356 პირი.