Home დღის ამბები სამოქალაქო აქტივისტის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა

სამოქალაქო აქტივისტის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა

სამოქალაქო აქტივსიტის თორნიკე ჯოხაძის სახლში გუშინ 8 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საცხოვრებელი ბინის ჩხრკა ჩაატარეს. – ამის შესახებ ინფორმაცია თავად სამოქალაქო აქტივისტისგან გახდ ცნობილი. 

როგორც ჯოხაძე განმარტავს, ხელისუფელბისადმი მისი კრიტიკა მიუღებელია პარტია ქართული ოცნებისთვის, და პოლიტიზირებული პოლიცია ამით ცდილობს რომ მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. ჩხრეკვის შედეგად პოლიციამ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა, და რას ეძებდნენ თვითონაც არ იცოდნენ ოფიცრებმა. მანამდე სანამ ამ ქვეყანაში დაცული არ იქნება ადამინის უფლებები, და კონსტიტუციას არ ვცემთ ყველა პატივს, მანამდე ჩვენ წინ ვერ წავალთ. ასეთი ჩხრეკვები იციან მხოლოდ ერთ ქვეყანაში და მას ჰქვია რუსეთი, საქართველო კი არასდროს გახდება რუსეთი, სწორედ ამას რომ ვამბობ ხმამაღლა, იმიტომ მოხდა ჯერ 2017 წელს ჩემი უკანონო დაკავება, ახლა კი ჩხრეკვით სურთ ჩემი მცირე წლოვანი შვილების დაშინება, 

შეგახსენებთ რომ უფლებადამცველები ამბობენ რომ ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივსიტების უკანონო დაკავებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკვებზე  ფაქტები ძალიან გახშირებულია 

მაკა მოსიაშვილი