კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკის შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა კახეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
გიორგი ალადაშვილმა გაეროს დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კახეთის რეგიონში ეკონომიკის, სოციალური, ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე. აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლების მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.
შეხვედრას გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე, RCO განვითარების კოორდინაციის ოფიცერი დავით მუშკუდიანი, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციებისა და პარტნიორობის ანალიტიკოსი სალომე ბენიძე ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მუშაობის ერთობლივი მიმართულებები განსაზღვრეს და სამომავლო, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.