Home დღის ამბები დღეს ელია თეზბიტელის ხსენების დღე აღინიშნა

დღეს ელია თეზბიტელის ხსენების დღე აღინიშნა

წმინდა ელია თეზბიტელის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დედოფლისწყაროს ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედოფლისწყაროელებს ტრადიციული სახალხო დღესასწაული მიულოცეს.