Home დღის ამბები თელავში ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

თელავში ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

თელავში ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია- რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს.

სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრთან, გელა სამხარაულთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გამზირის მთელ სიგრძეზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

ცნობისთვის, პროექტი თავისი მასშტაბის გათვალისწინებით, 2 წელზეა გაწერილი, სამუშაოები ხორციელდება შემჭიდროვებულ ვადებში და ასფალტის პირველი ფენის დაგება გამზირის თითქმის სრულ სიგრძეზე უკვე დასრულებულია.