Home დღის ამბები თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფშაველი- აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას  ერთი ადამიანის სიცოცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით- ინციდენტის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა, რომლებიც  მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა  გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის  ავტომანქანის მძღოლმა  საჭე ვერ  დაიმორჩილა  და რამდენი მეტრის  სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია,სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.