Home დღის ამბები გურჯაანში არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა

გურჯაანში არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით- სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.