საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში 22 891 ტონა ბანანი შემოვიდა, რაც წლიურად 31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანას ბანანის იმპორტი გაუიაფდა. 5 თვეში ბანანის იმპორტში გადახდილი თანხა წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა და 19.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ბანანის მთავარი მომწოდებელი ეკვადორია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი იმპორტის 97%.