ახმეტარეგიონი

სოფელ არგოხში ფიჩხოვანსა და ქორეთში გარე გასართობი სივრცეები მოეწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში- არგოხში, ფიჩხოვანსა და ქორეთში ბავშვთა გარე გასართობი სივრცეები მოეწყო.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, პროექტი- ორგანიზაცია ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

” ორგანიზაცია ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი’’, საერთაშორისო ორგანიზაცია Save the
Children-თან ერთად ახორციელებს პროექტს სახელწოდებით –
„ლტოლვილების, დევნილების და ეკომიგრანტების მხარდაჭერა კახეთის რეგიონში“.

პროექტის ფარგლებში სოფელ არგოხში, ფიჩხოვანსა და ქორეთში მოეწყო დაცული და უსაფრთხო ბავშვთა გასართობი სივრცეები, სადაც განთავსებულია რამდენიმე ატრაქციონი, კაუჩუკის რბილი იატაკი, ფანჩატური, მაგიდა და სკამები, ნაგვის ურნები.

ბავშვებს, განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ასევე საჩუქრად გადასცეს სხვადასხვა სახის სამაგიდო
თამაშები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Show More

Related Articles

Close