ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

ლაგოდეხში, 6 ივლისს 18:00 საათზე ნაყინის ფესტივალი გაიმართება.

” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ ნაყინის ფესტივალზე!

6 ივლისი, 18:00 საათი, ქ. ლაგოდეხი, რანის საფეხბურთო მოედანი

ნაყინის მრავალფეროვნება და სასიამოვნო გარემო

გრილი და გემრიელი დღე ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის

საბავშვო პროგრამები:
დრამერების შოუ
ანიმატორების შოუ
ლაზერ შოუ
ატრაქციონები
კოსტუმირებული ზღაპრის გმირები
გასართობი გათამაშებები

ფესტივალი დასრულდება კონცერტით, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“-ს მონაწილეობით

გაატარე 6 ივლისი ლაგოდეხში, დააგემოვნე ნაყინი მრავალფეროვანი არომატით – მიიღე საჩუქრად, ან შეიძინე; ორცხობილები, „სლაში”-ს გამაგრილებელი სასმელის ნაირსახეობები და გაერთე მხიარული, გასართობი და მუსიკალური აქტივობებით.

ღონისძიების მხარდამჭერი: ადგილობრივი ჩამომსასხმელი ნაყინი; ნაყინი, „გურჯაანი“, „ორეოს“ ორცხობილები”,- აღნიშნავენ ლაგოდეხის მერიაში.

Show More

Related Articles

Close