Home დღის ამბები გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დაწყებისას გიორგი ალადაშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გაახარა სრულიად საქართველო. მადლობა მათ და მადლობა თქვენ, ასევე, მადლობა ყველა შესაბამის სამსახურს, კულტურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს, ვინც მატჩების საჯარო ჩვენებებისთვის მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პირდაპირი ტრანსლაციის ორგანიზებისა და ოპერატიულად გაშუქების პროცესში. უამრავ გულშემატკივარს რვავე მუნიციპალიტეტში, მიეცა შესაძლებლობა ერთად ექომაგათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელმაც საოცარი წუთები გვაჩუქა „EURO-2024“-ზე ასპარეზობის დროს”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები;

სოციალური საკითხები;

მიმდინარე თვეში ჩასატარებელი კულტურული ღონისძიებები;

დასუფთავების საკითხები.

ცნობისთვის, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.