ახმეტარეგიონი

ახმეტაში ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ღია პირველობა გაიმართა

ა.ა.ი.პ სკოლისგარეშე სასპორტო- საგანმანათლებლო დაწესებულება ახმეტის ზვიადაურის სახელობის კომპლექსური სასპორტო გაერთიანების და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით,  ქალაქ ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებულ ღია საჭიდაო არენაზე გაიმართა საქართველოს 5-გზის აბსოლუტური ფალავანის ზაქარია ბაკურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

” შეჯიბრს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.
🥋ჩვენმა მოჭიდავეებმა აღნიშნულ შეჯიბრზე დამაჯერებლად მოიპოვეს შემდეგი ადგილები:

ისლამ წინწალაშვილი -100 კგ.
მათე ჩაფურიშვილი-90 კგ.
იბრაჰიმ მარგოშვილი-70 კგ.

მწვრთნელები: ზეზვა შათირიშვილი და რამზან წინწალაშვილი.

გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ”,- აღნიშნავენ ახმეტის მერიაში.

Show More

Related Articles

Close