დღის ამბებისაზოგადოება

ალავერდის მონასტრის ეზოში ხარაჩოს დასაწყობების პირველი ეტაპი დასრულდა

ალავერდის მონასტრის ეზოში გადაუდებელი რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარაჩოს დასაწყობების პირველი ეტაპი დასრულდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით- სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის ნაწილი მიტანილია,ხოლო მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა.

ცნობისთვის, ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ აიგოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.

Show More

Related Articles

Close