კახეთის მაგისტრალის შემადგენელი- თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით- გზის პირველი მონაკვეთი – ვაზიანის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა და ახალი გზის 4 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს
მათივე თქმით, თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 2 მონაკვეთზე, რომელიც ჯამში, 31 კმ-ია, ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლით გზას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია
ახალი გზა გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გადაადგილების უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს
თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ. საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.