რეგიონიყვარელი

სოფელ შილდაში დასასრულს უახლოვდება შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები

სოფელ შილდაში , შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად დაგეგმილია 860 გრძივი მეტრი ასფალტის საფარის დაგება. ამ ეტაპზე მოწყობილია სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს გზის მოასფალტება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 662 363 ლარს შეადგენს.

 

Show More

Related Articles

Close