დღის ამბებისაზოგადოება

ბოლო 5 თვეში საზამთროს იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ პერიოდში საქართველომ 3 078 ტონა საზამთრო შეისყიდა, რისთვისაც 976 ათასი დოლარი გავიდა.

შესაბამისად იმპორტის ღირებულება, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 14.9%-ით, მოცულობა კი 9.4%-ით აღემატება.

იანვარ-მაისის განმავლობაში საზამთროს მთავარი საიმპორტო ქვეყანა ირანი იყო. ამ პერიოდში ქვეყანამ ირანიდან 551 ათასი დოლარის ღირებულების 1 771 ტონა საზამთრო შეიძინა, თურქეთიდან 402 ათასი დოლარის ღირებულების 1 293 ტონა ვიყიდეთ, ნიდერლანდებიდან კი მცირე მოცულობით 22 ათასი დოლარის ღირებულების 13 ტონა საზამთრო შემოვიტანეთ.

საქართველოში საზამთროს კრეფის სეზონი ახლა აქტიურდება და როგორ სტატისტიკიდან ჩანს ქვეყნიდან საქონლის ექსპორტი პირველი 5 თვის მონაცემებით მინიმალურია. იანვარ-მაისში ქვეყნიდან 9 ათასი დოლარის ღირებულების 24 ტონამდე საზამთროს ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს აღემატება (2023 წლის პირველი ხუთი თვე – 7.1 ათასი დოლარი, 3.9 ტონა). საექსპორტო ქვეყანა კი სომხეთია.

BMG/ბიემჯი

Show More

Related Articles

Close