დღის ამბებისპორტი

გიორგი მამარდაშვილი- “თამაშში ის ქართული სულისკვეთება გამოჩნდა რაც თითოეულ ჩვენგანს ქართველს გვაქვს”

“რთული თამაში გამოვიდა, სასიამოვნო ერთი 1 ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში” – ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

შემდეგი თამაში პორტუგალიასთან გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება – ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.

ჩემი აზრით, ამ ორ თამაშში ის ქართული სულისკვეთება გამოჩნდა, რაც თითოეულ ჩვენგანს, ქართველს გვაქვს,“ – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

Show More

Related Articles

Close